კახეთიდან კორონავირუსზე პაციენტების ანალიზებს დღეს კიდევ გაგზავნიან
კახეთის საკარანტინე ზონიდან და ე. წ ცხელების ცენტრებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ვერ აკონკრეტებს დღეს რამდენი პაციენტის ანალიზის სინჯს გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ანალიზის შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 18 მოქალაქის ანალიზის სინჯიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ნიმუშების ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში იზოლირებულ განყოფილებებიდან გუშინ აიღეს. მედიკოსების ინფორმაციით, ზოგიერთ პაციენტს ორმრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ამ ეტაპზე კახეთში მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება.
კახეთის რეგიონის ე.წ. ცხელების 4 ცენტრია, სადაც 77 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი. სტაციონარებში შესაბამისი სამედიცინო ინვეენატრი და აღჭურვილობა რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს.