კახეთში 18 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 მოქალაქის ანალიზის პასუხი ცნობილია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათგან კორონავირუსი არც ერთ პაციებტს არ დაუდასტურდა.
ნიმუშების ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში იზოლირებულ განყოფილებებიდან გუშინ აიღეს. მედიკოსების ინფორმაციით, ზოგიერთ პაციენტს ორმრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, საკარანტინე ზონიდან და ე. წ
ცხელების ცენტრებიდან საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება. ანალიზის შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე კახეთში მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში 416 მოქალაქე იმყოფება.
კახეთის რეგიონის ე.წ. ცხელების 4 ცენტრია, სადაც შესაბამისი სამედიცინო ინვეენატრი და აღჭურვილობა რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს და 77 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.