ახალი ამბები

თელავში მოხალისეთა ჯგუფები საბითუმო-საცალო ბაზრობას სისტემატიურად ამოწმებენ

თელავის საბითუმო-საცალო ბაზრობა სისტემატიურად მოწმდება მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფების მიერ. 

მოვაჭრეები პროდუქტს ყიდიან მათთვის სპეციალურად მონიშნული ადგილებიდან, დისტანციური წესების დაცვით.

გარდა საბითუმო-საცალო ბაზრობისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები.

მოხალისეები, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ და აღნიშნულ ობიექტებზე რიგების დარეგულირებას უზრუნველყოფენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს ცხელი ხაზი: 574 17 96 23