ახალი ამბები

კახეთში კარანტინში 562 მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში მოწყობილ 11 საკარანტინო ზონაში 562 მოქალაქე იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 10 პაციენტის ანალიზი გაგზავნეს, თუმცა არც ერთ მათგანს COVID19 არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.