ახალი ამბები

ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლაში სწავლას 30 ახალგაზრდა დაიწყებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ონლაინ აგროსკოლაში სწავლას 30 ახალგაზრდა დაიწყებს.

სკოლაში ახალგაზრდები ბიო პროდუქტის წარმოებას დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან.
,, აპლიკაცია 62-მა ბავშვმა შეავსო და აქედან შევარჩიეთ 30 მოსწავლე. ახალგაზრდები ონლაინ ისწავლიან 6 ბიო პროდუქტის – ბროკოლის, პამიდორის, კარტოფილის, კიტრის, ლობიოს და
სალათის ფურცელის მოყვანას. სწავლის ხანგრძლივობა იქნება 5 თვე”, – განუცხადა knews.ge-ს აგროსკოლის ჩამოყალიბების იდეის ავტორმა ნიკა ბაგალიშვილმა.