ახალი ამბები

კახეთში საკონტროლო პუნქტებზე ამ დრომდე დარღვევა არ დაფიქსირებულა

კახეთის მასშტაბით მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე, მაღალი ტემპერატურა მოქალაქეებში და  ავტომობილებში მგზავთა რაოდენობის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

საველე კარვები და მედ-პუნქტი თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან აქვთ მოწყობილი.

ასევე, საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც.

შინაგანსაქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, ამიტომ ცენტრალური გზის მონაკვეთებზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.