კახეთში 14 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
კახეთიდან რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა, კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.
ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანებს აღენიშნებოდათ ტემპერატურის მატება, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
„აღნიშნული პირები ცხელების ცენტრებში პაციენტები საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს. ყველა მათგანს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა არის საშუალოზე მსუბუქი, მაინც ავუღეთ ანალიზი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში, ათ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე იმყოფება.