თელავში, კომენდანტის საათის დროს ქალისთვის ხელის თხოვნის გამო, საქმრო და მისი 8 მეგობარი დააჯარიმეს
ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პოლიციამ 9 ადამიანი დააჯარიმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 8 მეგობარი სოფელში გოგონას ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასიძომ გოგონას სახლთან გულის ფორმის კოცონი აანთო, თუმცა ხელის თხოვნა ვეღარ მოასწრო, ის და მისი მეგობრები პოლიციამ დააჯარიმა.
ცნობისათვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმა 3000 ლარს შეადგენს.

