ახალი ამბები

სოფელ ნასამხრალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში, ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კომენდანტის საათის ამოქმედებიდან, დაახლოებით, ერთ სააათში ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილები შეეჯახდნენ. ერთ-ერთმა მძღოლმა აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახის არეში. მას, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. ამ დროისთვის, დაშავებული გადაყვანილია საავამყოფოში.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე კი, დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორი: მაკა ხაზიური