ახალი ამბები

თელავში მორაგბეები გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან

თელავში მორაგბეთა გუნდმა, საკუთარი სახსრებით, ამავე კლუბში ჩარიცხულ ახალგაზრდა სპორტსმენთა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტი გადასცეს.

ისინი აგრძელებენ გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. ამ დროისთვის ისინი უკვე შვიდ ოჯახს დაეხმარნენ.

“ინიციატივა თვითონ გუნდში, ბიჭებს შორის გაჩნდა და დავიწყეთ გაჭირვებული ოჯახების დახმარება, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას”, – განუცხადა knews. Ge-ს გუნდის ერთ-ერთმა წევრმა კონსტანტინე ნახუცრიშვილმა.

რაგბის გუნდს შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოს ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი:

GE65BG0000000162244459

მიმღები – გიორგი ჯავახიშვილი.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე