ახალი ამბები

ყვარელში მოქმედმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ სადეზინფექციო საშუალებების წარმოება დაიწყო

ბაზარზე გაზრდილი ფასების გამო, ყვარელში მოქმედმა ღვინის მწარმოებელმა კომპანია “მეღვინეობა გრანელმა” ანტისეპტიკური და ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია დაიწყო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციად აიწყება თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წარმოებულ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემენ.

,, ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენი წარმოების ხელის სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადავცეთ შემდეგ დაწესებულებებს: ბავშვთა სკოლა-ინტერნატებს, მოხუცთა თავშესაფრებს, შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლებს.

აღნიშნული დაწესებულებების თითოეულ ბენეფიციარზე, მზად ვართ, გამოვყოთ თითო ლიტრი ხელის სადეზინფექციო ხსნარი.

პროცესს ვიწყებთ კახეთის რეგიონიდან და ეტაპობრივად მოვიცავთ მთელ საქართველოს”, – აცხადებენ კომპანიაში.