თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეგობრებს მიმართავს
თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბოჭორიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ საინტერესო და აქტუალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ნინო ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეგობრებს მიმართავს, სახლში დარჩენისკენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
,,მოგესალმებით მეგობრებო, გთხოვთ დარჩეთ სახლში და დაიცვათ ყველა მოცემული წესი. დაიბანეთ ხელები, ეცადეთ არ გახვიდეთ გარეთ და მოახდინეთ საზოგადოების ინფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა წესი რათა ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი”.
მიმართვა აზერბაიჯანულ ენაზე:
,,Salam dostlar, sizdən xayiş edirəm evinizdə qalın və qaydaları pozmayın… Əlinizi tez tez yuyun və camaatı xəbər darlıq edin bu virus haqqında. Çox önəmlidir hamımız bir yerdə pozmayaq qaydaları və özümüzü qoruyaq.”