თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ბოლო 24 საათის განმავლობაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონა ვირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს.
კლინიკის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით,
სამივე მათგანს რისკ ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს, რის გამოც მათ COVID19-ზე ანალიზები უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
,, ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ორი შუახნის მამაკაცი კლინიკაში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ხოლო ერთი ქალი საკუთარი სახლიდან მოათავსეს.
“გუშინ ცხელებით შემოიყვანეს ორი მამაკაცი საკარანტინე სივრციდან. ასევე გვიან შემოვიდა ერთი ქალბატონი ბინიდან, რომელსაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აღებულია ანალიზები და გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.