თელავში სპეციალური ბლოკ პოსტების მოწყობა მიმდინარეობს
დღეს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თელავში ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს ბლოკპოსტების მოწყობა.
მხარის სახელმწიფო რწმუნებიული, ირაკლი ქადაგიშვილი ერთ-ერთ ბლოკპოსტთან მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
“21:00 საათამდე ბლოკპოსტების მოწყობითი სამუშაოები დასრულებული იქნება და ოთხივე ბლოკპოსტი – შუამთასთან, ახმეტიდან, გურჯაანიდან და ყვარლიდან შემოსასვლელებთან იქნება სრულ მზადყოფნაში. არსებულ ბლოკპოსტებზე მოხდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი”- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.