2 თვის ჩვილის მკვლელობასა და მეუღლის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
2 თვის ჩვილის მკვლელობასა და მეუღლის დაჭრაში ბრალდებულ ახალგაზრდა მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა და 24 წლის ივანე ნოზაძის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა.
მამაკაცი ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს.
მას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.
შეგახსენებთ, 28 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, საჩხერიდან სტუმრად ჩასულმა მამაკაცმა, ცივი იარაღით მოკლა სამი თვის ჩვილი გოგონა, მძიმედ დაჭრა მეუღლე და თავად გულ- მკერდის არეში, თვითდაზიანებები მიიყენა.
ჩვილი ადგილზე გარადიცვალა, დაჭრილი ქალი კი, დღემდე გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში დღემდე მკურნალობს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს გაიმართება.