სოფელ კარდენახში თბილისიდან ჩამოსულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე თბილისიდან ჩამოსულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ჯერ დაკრძალვაზე, შემდეგ კი ქალაქ გურჯაანში რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმციით, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.
მისივე თქმით, რამდენ ადამიანთან ჰქონდა შეხება აღნიშნულ პირს ამ დროისთვის მიმდინარეობს დადგენა.
Knews. Ge ცდილობს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.