ახალი ამბები

თელავში სპეციალური საკონტროლო გამშვები პუნქტი ამოქმედდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავში სპეციალური საკონტროლო გამშვები პუნქტი ამოქმედდება.

აღნიშნული განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ პუნქტებზე მოხდება მოსახლეობის თერმოსკრინინი და შემოწმება, რამდენად იცავენ ისინი რეგულაციებს.
,, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონტროლო პუნქტი ამოქმედდეს თელავშიც. შინაგას საქმეთა სამინისტრომ 7 მუნიციპალიტეტში უკვე მოაწყო შესაბამისი პუნქტები. აქ სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ რამდენად იცავენ მოთხოვნებს მოქალაქეები. ასევე მოხდება აღნიშნულ პუნქტებზე თერმოსკრინინგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.