ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირი საქართველოს 90 მილიონ ევროს გამოუყოფს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, აღნიშნული თანხა ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ – წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. კარანტინი დღეს დილის რვა საათიდან დაიწყო, ხოლო კომენდანტის საათი  საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.