ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში სავალუტო ჯიხურები იხურება

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხის გამცემი სუბიექტები და სავალუტო ჯიხურები ოფისებიდან დროებით წყვეტენ მუშაობას.

შეზღუდვა ასევე გავრცელდება საკრედიტო კავშირებზე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე.

რეგულაციები არ ეხება ბანკებს. როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. გარდა ამისა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.