კახეთში მოწყობილ 9 საკარანტინო ზონაში 684 მოქალაქეა მოთავსებული
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში მოწყობილ 9 საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა 684-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და არც ერთს არ აღენიშნება COVID19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
თვითიზოლაციის რეჟიმში კი 183 ადამიანი რჩება. 50 მოქალაქეს მედიკოსებისა და სამართალდამცავების მეთვალყურეობა მოეხსნა.
ამ ეტაპზე კახეთში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
ცნობისთვის, საქართველოში COVID19 უკვე 108 მოქალაქეს დაუდასტურდა.

