ახალი ამბები

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ე.წ. ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ე.წ. ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, რომ კლინიკა აღარ მიიღებს კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრი რჩება თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკასა და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში, სადაც პაციენტების მისაღებად ბოქსირებული პალატები უკვე მოაწყეს.

ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.