საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება
ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება”, – განაცხადა გახარიამ.