სოფელ საბუეში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, ხანძრის შედეგად, ხანდაზმული ქალი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურის ინფორმაციით, გამოძახებაზე მისულ სახანძრო- სამაშველო ბრიგადებს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
Knews. Ge ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.