ღვინის საწარმომ ” ყვარლის სარდაფი” კორონავირუსის პრევენციის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის საწარმომ “ყვარლის სარდაფი” კორონავირუსის პრევენციის ღონიძიებებისთვის 100 000 ლარი გამოყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა stopcov ფონდში გადაირიცხა.
კახეთის გუბერნატორი აღნიშნულ საწარმოს ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული საწარმო პირველი იყო, რომელმაც კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის თანხა ფონდში გადარიცხა.
,,ღვინის საწარმო “ყვარლის სარდაფი” ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და თანხა გამოყო კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის. კომპანია შეზღუდული რაოდენობით ინარჩუნებს თანამშრომლებს. იმ პირებს კი რომლებიც შვებულებაში არიან, ხელფასს აიღებენ”,-განაცხადა ქადაგიშვილმა.