ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენვიისთვის 150 000 ლარი გამოიყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას გულისხმობს, 150 000 ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას თქმით, აღნიშნული თანხა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პრევენვიული ღონისძიების გასატარებლად დაიხარჯება.
,,ეს თანხა იქნება სარეზერვო ფონდში. თუ მუნიციპალიტეტებს დასჭირდებათ ვირუსის პრევენციისთვის, სხვადასხვა სახის ღონისძიების გასატარებლად იქნება მიმართული აღნიშნული თანხა. ამით შეიძლება როგორც გარკვეული ინვენტარის შეძენა ან რაიმე სახის დახმარების გაწევა მოსახლეობისთვის. შესაძლებელია ასევე ეს იყოს მოხუცების ან სხვა სამიზნე პირების სურსათით დახმარება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება ან სხვა ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ იქნება მიმართული”, – განუცხადა knews. Ge-ს კახა ჯამბურიამ.