კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ერთი მოქალაქე გადაიყვანეს
კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში ტრმპერატურის მატების გამო საშუალო ასაკი მამაკაცი გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს.
თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 455 ადამიანი იმყოფება, 43 მოქალაქეს კი ეს რეჟიმი მოეხსნა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის წესი არავის არ დაურღვევია.
კახეთში მოწყობილ 8 საკარანტინო ზონაში 476 მოქალაქეა მოთავსებული.