სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
აქციის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დაურიგეს. მათ ასევე ადგილობრივებს Covid-19-ის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
,,სოფელ ყარაჯლის მოსახლეობას დაურიგდა აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ამ საინფორმაციო მასალებით ადგილობროვებს მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან, როდის მიმართონ ექიმს და სხვა. მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური