კახეთში კარანტინში 576 მოქალაქე იმყოფება
კახეთში მოწყობილ 8 საკარანტინო ზონაში 576 მოქალაქე იმყოფება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის ქვეყნებში, რის გამოც უნდა დაეცვათ თვითიზოლაციის რეჟიმი.
ცნობისთვის, კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში ტრმპერატურის მატების გამო საშუალო ასაკი მამაკაცი გადაიყვანეს. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა.