კახეთში თვითიზოლაციაში 455 მოქალაქე იმყოფება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში თვითიზოლაციაში 455 მოქალაქე იმყოფება, 43 ადამიანს კი ეს რეჟიმი მოეხსნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მათ აქვთ კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მედიკოსები და სამართალდამცავები ყოველდღიურად აკონტროლებენ.
ცნობისთვის, კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში ტრმპერატურის მატების გამო საშუალო ასაკის მამაკაცი გუშინ გადაიყვანეს. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს.