თელავში მოხალისეები თავშეყრის ადგილებს და სასურსათო მაღაზიებს ამოწმებენ
თელავის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან.
მერიაში განმარტავენ, რომ მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა.
“მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.