ახალი ამბები

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის – რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს, სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.

კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.

დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არ დადასტურებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს. განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქები რეგიონის მასშტაბით 463 -ია, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა. 3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.