ახალი ამბები

კახეთში კარანტინში იძულებით კიდევ სამი მოქალაქე გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესები კახეთში კიდევ სამმა მოქალაქემ დაარღვია, რის გამოც ისინი იძულენით კარანტინში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის თქმით, აღნიშნული პირები არ იცავდნენ დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მათი იძულებით კარანტინში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 24 მარტის მონაცემებით, კახეთში 463 ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში, 18-მა მოქალაქემ კი დაასრულა თვითიზოლაციის პერიოდი.