ახალი ამბები

კახეთიდან თბილისში მაღალი ტემპერატურით 1 პირი გადაიყვანეს

24 მარტის მონაცემებით, 1 პირი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, კახეთში მოწყობილი საკარანტინო ზონიდან თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, პაციენტს ანალიზებს სავარაუდოდ დღეს აუღებენ.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, თბილისში გადაყვანილ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ხიზანიშვილი ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და ამ დრომდე არც ერთი მოქალაქის მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევასთან კონტაქტი ან კავშირი არ დაფიქსირებულა.