კახეთში თვითიზოლაციაში 463 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 463 მოქალაქე რჩება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 24 მარტის მონაცემებით, 18 პირს თვითიზოლაცია მოეხსნა.
მისი თქმით, თუ როგორ იცავენ აღნიშნული პირები იზოლაციის წესს, მათი შემოწმება დღედი რამდენჯერმე მიმდინარეობს.
,,ყოველდღე მოწმდებიან აღნიშნული პირები თუ როგორ იცავენ იზოლაციის წესს. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მათი გადაყვამა ხდება საკარანტინო სივრცეში. ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური