გურჯაანიდან თბილისში გადაყვანილ ორი თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გურჯაანიდან თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილ ორი თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ბავშვი მომეტებული ტემპერატურით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ბავშვის ოჯახი ერთი თვის წინ იმყოფებოდა თურქეთში და კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი გასული იყო, თუმცა მედიკოსებმა თბილისში მისი გადაიყვანის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.