სოფელ ახაშენში საკარანტინო ზონა მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საკარანტინო ზონა მოეწყო.
სასტუმროს “ახაშენი ღვინის კურორტი & სპა” ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროს პერსონალმა ამ მიმართულებით გადამზადება გაიარა.
,, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სასტუმრო გარკვეული დროით საკარანტინე ზონად გამოცხადდა.
სასტუმროს პერსონალმა გაიარა სპეციალური ტრენინგი და ყველა წესის დაცვით ემსახურება შენობაში მოთავსებულ სტუმრებს, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და სპეციალურ საჭიროებებზე ადაპტირებული ნომრით სარგებლობს.
თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა სტანდარტების შესაბამისი პირობები შეუქმნან კარანტინში მყოფ პირებს.
ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და მათი მდგომარეობა მუდმივად კონტროლის ქვეშ არის.
ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება, მანამდე კი ერთად დავიცვათ ყველა საჭირო რეკომენდაცია”, – აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
კახეთში სულ 7 საკარანტინო ზონაა მოწყობილი.