დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – კახეთის აზერბაიჯანული დასახლებების კონტაქტი მარნეულის შემთხვევასთან არ დასტურდება
ამ ეტაპზე კახეთის არც ერთი აზერბაიჯანული დასახლების კონტაქტი ან კავშირი მარნეულში დაფიქსირენულ კორონავირუსის შემთხვევასთან არ იკვეთება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მხრივ მათ დეტალური ეპიდ კვლევა ჩაატარეს, თუმცა რაიმე სახის კავშირი ან კონტაქტი არ დადასტურდა.
როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრმა კახეთის რეგიონის მასშტაბით ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში განსაკუთრებულ კონტროლი უკვე დაიწყო.
მისი განმარტებით, ეთინიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებბში ოჯახის ექიმებს მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ სარჭვო სიმპტომის პაციენტთან დააზუსტონ, რა კავშირი ან მოგზაურობის ისტორია აქვს მარნეულთან.
კახეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.