კახეთიდან 2 მოქალაქე თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
კახეთში 2 მოქალაქეს ტემპერატურა და ხველაც აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა პაციენტების თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის სხვა დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
როგორც ნელი ხიზანიშვილმა knews. Ge-ს განუცხადა, მათ არ აქვთ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ და შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა სპეციალისტებმა მაინც გადაწყვიტეს მათი გადაყვანა თბილისში.
მისი განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზის პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით იქნება ცნობილი.
ცნობისთვის, კახეთში თვითიზოლაციაში 403 მოქალაქე იმყოფება, ხოლო საკარანტინო ზონაში კი 401 მოქალაქეა მოთავსებული.
საქართველოში კორონავირუსი უკვე 66 მოქალაქეს დაუდასტურდა.