ახალი ამბები

კახეთის საკარანტინო ზონიდან მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთის საკარანტინო ზონაში ერთ-ერთ მოქალაქეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ის თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ აღენიშნება.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზის შედეგი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, კახეთში მოწყობილ 7 საკარანტინო ზონაში 401 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსი უკვე 66 მოქალაქეს დაუდასტურდა.