ახალი ამბები

კახეთში თვითიზოლაციაში 403 მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთის რეგიონში შიდაიზოლაციის რეჟიმში 403 მოქალაქე იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვას სამართალდამცავები ყოველდღიურად აკონტროლებენ და მედიკოსები მათ სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

მისივე თქმით, კახეთის მასშტაბით საკარანტინო ზონაში, 7 ლოკაციაზე, 401 მოქალაქეა. მოთავსებული.