ახალი ამბები

კახეთში საკარანტინო ზონაში 401 მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში საკარანტინო ზონაში, 7 ლოკაციაზე, 401 მოქალაქეა მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანი კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკის მქონე ქვეყნებში იმყოფებოდა ან დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი, რის გამოც ისინი კარანტინში იმყოფებიან.

როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

გუშინ მაღალი ტემპერატურით კახეთის საკარანტინო ზონიდან ერთი მოქალაქე თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ანალიზის პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.