ახალი ამბები

პენსიონერებს აპრილის თვის პენსიის წინასწარ აღება ხვალიდან შეეძლებათ

პენსიები წინასწარ ჩაირიცხება სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში.

ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის, ვასილ ხოდელის განმარტებით, თანხის განაღდების შესაძლებლობა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად ექნება ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

“ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ წინასწარ ჩარიცხული პენსიით მომხმარებლებს შეეძლებათ უფასოდ სარგებლობა მყისიერად ბარათით გადახდისას“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.