კახეთში თვითიზოლაციის დარღვევისთვის 1 პირი კარანტინში გადაიყვანეს
კახეთში თვითიზოლაციის დარღვევის გამო 1 პირი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული პირი არ ემორჩილებოდა დადგენილ მოთხოვნებს, ამიტომ მისი კარანტინში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
მისივე თქმით, ყველა პირი რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს პოლიციის დახმარებით კარანტინში იქნება გადაყვანილი.