ახალი ამბები

თელავში TT MOTORS-მა მძღოლებს საიდეზინფექციო ხსნარი დაურიგა

თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ტექ-დათვალიერების ცენტრმა მძღოლებს საიდეზინფექციო ხსნარი უფასოდ გადასცა.

TT MOTORS – ში აცხადებენ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ როგორც ბიზნესმა, ასევე მოქალაქეებმა რათა შეძლებისდაგვარად შეიტანოს წვლილი ვირუსის გავრცელების პრევენციაში.

,,დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით არსებულ სიტუაციას და ვცდილობთ, ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებსა და მოქალაქეებზე”, – აცხადებს knews-სთან კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ბასილაშვილი.

კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოუწოდებს ბიზნესის წარმომადგენლებს მსგავსი აქტივობებისკენ.