ახალი ამბები

გურჯაანში საკარანტინო ზონის მოწყობა იგეგმება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საკარანტინო სივრცის მოწყობა იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურჯაანის ფილიალის უფროსის, მარინა კაპანაძეს თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი სად მოეწყობა საკარანტინო ზონა.

მისივე ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 51 პირი იმყოფება.

Knews. Ge-ს ინფორმაციით, საკარანტინო ზონის მოწყობა სავარაუდოდ, იგეგმება სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში”.

 

ავტორი: მაკა ხაზიური