ახალი ამბები

გურჯაანში კორპუსების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორინავირუსის საფრთხის გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის კორპუსებში სადარბაზოების დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია ჩატარდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყელა კორპუსის სადარბაზოში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მანამდე სკოლებში, ბაღებში, სხვადასხვა დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა.