საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია აკეთებს განცხადებას საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
,,საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული საბაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.
აგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.