ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისთვის რეკომენდაცია გამოაცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, პრევენციის მიზნით აუცილებელია ბაზრებში სისუფთავის მკაცრი დაცვა და ეტაპობრივი დეზინფექცია.

,,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.
აუცილებელია გაიზარდოს რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე, შესაძლებლობის მიხედვით გამოყენებული იყოს სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; ასევე სველ წერტილებთან განთავსდეს ხელის დაბანის ინსტრუქცია, გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად კი უნდა განთავსდეს ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
გარდა ამისა, აუცილებელია ნაგვის ურნების შიგთავსი მოთავსდეს პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოეკრას, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავი ასევე მჭიდროდ მოეკვრება.
ასევე ბაზრების ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს ნაგვის ურნების სათანადო სიხშირით და პირობების დაცვით დაცლაზე”,
– აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.