ახალი ამბები

გურჯაანში თვითიზოლაციაში 51 პირი იმყოფება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში უცხოეთიდან ჩამოსული 51 ადამიანი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურჯაანის განყოფილების უფროსის მარინა კაპანაძეს თქმით, მათი ჯანმთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მოწმდება და დღემდე არცერთ პირს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.
,, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩვენს მიერ სულ 96 პირია მოძიებული, რიმლებმაც სხვადასხვა დროს გაიარეს თვითიზოლაცია. აქედან 7 პირი საზღვრიდანვე გადაიყვანეს კარანტინში. ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 51 პირი, როებიც საზღვარგარეთიდან არიან შემოსული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 21 პირს დაუმთავრდა თვითიზოლაციის პერიოდი, ხოლო 5 პირო გადაყვანილია საკარანტინო ზონაში.
12 პირი, რომელსაც თბილისში აქვს სახლი და შესაბამისი პირობები, იქ გადის თვითიზოლაციის პერიოდს.
აქ მყოფი ყველა პირი, რომელიც თვითიზოლაციაშია, ყოველდღიურად მოწმდება და მათ ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონიათ”,
– განუცხადა knews. Ge-ს მარინა კაპანაძემ.