ახალი ამბები

გურჯაანში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

ამ წუთებში, გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოხალისე ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბრუშურებს ავრცელებენ.
,,ჩვენ მიერ შექმნილი საინფორმაციო პოსტერები ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ცენტრალურ ადგილებზე განთავსდება. ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ჩაერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, შეავსეთ აპლიკაცია”, – აცხადებენ მერიაში.
აპლიკაცია განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე.